Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ამბობს, რომ არ იცის, თუ ვინ გატეხა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ელექტრონული ფოსტა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ არ იცის, თუ ვინ არის პასუხისმგებელი აშშ-ის დემოკრატიულ პარტიასთან აფილირებული ორგანიზაციების ელექტრონული ფოსტების გატეხვის გამო და დასძინა, რომ რუსეთის მთავრობას ამ საქმესთან კავშირი არ ჰქონია. პუტინმა თქვა, რომ შეიძლება ვერასოდეს გაირკვეს, თუ ვინ ჩაიგდო ხელში დემოკრატების ხელმოწერა და იკითხა: „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიპოვა ეს მონაცემებიო“. ჰაკერების მიერ მოპოვებული მიმოწერა საიტმა „ვიკილიქსმა“ ივლისში გამოაქვეყნა.

XS
SM
MD
LG