Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი: სომხეთი იყო და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კომენტარი გააკეთა მედიით გავცრელებულ ცნობებზე სომხეთის პრეზიდენტისა და აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ და თქვა - სომხეთი იყო და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, მისი პოზიცია ამ მიმართულებით უცვლელია და დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებიაო. პრემიერის თქმით, სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გააკეთა განცხადება, რომ არანაირ შეხვედრას და მით უმეტეს ოფიციალურ მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია. "სომხეთი არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეზობელი, მეგობარი ქვეყანა და ამ მიმართულებით არანაირი რისკები არ არსებობს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

XS
SM
MD
LG