Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატა ფერაძე თბილისის მერიასთან ლექციების ჩატარებას გეგმავს


„პარტიზანი მებაღე“ ნატა ფერაძე კოლეგა ლექტორებთან ერთად თბილისის მერიასთან ლექციების ციკლის ჩატარებას გეგმავს. ნატა ფერაძის თქმით მერიის წინ გამწვანებისა და ეკოლოგიის შესახებ პერმამენტული აქციები გაიმართება, სადაც ის მიიყვანს თავის სტუდენტებს. მერიასთან ლექციებს სხვა ლექტორებიც ჩაატარებენ.”დღეს თქვეს, რომ რეორგანიზაცია დაიწყო გამწვანების სამსახურის. მაგრამ სახელის შეცვლა რეორგანიზაციას არ ნიშნავს. გარდა ამისა შეხვედრებზე არც ერთი ჩვენი წევრი ან ორგანიზაცია, რომელიც გვერდით გვედგა, არ ყოფილა. ეს არის უბრალოდ ილუზია, თითქოს აკეთებენ იმას, რასაც ვაპროტესტებთ, მაგრამ რისი კეთებაც დაიწყეს, ეს არის შეურაცხმყოფელი“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.

XS
SM
MD
LG