Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და იაპონია აპირებენ მოლაპარაკებას კურილის კუნძულებზე დავის მოსაგვარებლად


რუსეთის განცხადებით, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს შეუთანხმდა, რომ მხარეები წლის ბოლომდე მოამზადებენ წინადადებებს სადავო კუნძულების გარშემო უთანხმოების მოსაგვარებლად. ტოკიოსა და მოსკოვის ურთიერთობებში ათწლეულებია, ტერიტორიულ დავას იწვევს კურილის კუნძულები, რომლებიც საბჭოთა ჯარებმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს დაიპყრეს. ამ დავის გამო იაპონიასა და რუსეთს დღემდე არ გაუფორმებიათ ოფიციალური დოკუმენტი მათ შორის ომის შეწყვეტის შესახებ. 2 სექტემბერს რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში გაიმართა პრეზიდენტ პუტინისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა, რის შემდეგაც პრემიერმა შინზო ამბემ განაცხადა, რომ ახლა უფრო ცხადია, როგორ უნდა წარიმართოს მოლაპარაკებები "ახალ მიდგომაზე" დაყრდნობით.

XS
SM
MD
LG