Accessibility links

logo-print

პაკისტანში 13 ადამიანი დაიღუპა სასამართლოზე თავდასხმის შედეგად


პაკისტანში, სულ ცოტა, 13 ადამიანი დაიღუპა და 50 დაიჭრა საოლქო სასამართლოს წინააღმდეგ მიმართული აფეთქების შედეგად. თავდასხმა მოეწყო ხიბერ-პახტუნხვის პროვინციის ქალაქ მარდანში. სამაშველო სამსახურის უფროსის, ჰარის ჰაბიბის განცხადებით, დაღუპულებს შორის პოლიციელები და ადვოკატები არიან. ცნობების თანახმად, თავდამსხმელმა ჯერ ხელყუმბარა შეაგდო სასამართლოს შესასვლელში და მერე თავი აიფეთქა მთავარ კარიბჭესთან. ძალადობაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტი მუსლიმების ჯგუფმა, პაკისტანელი თალიბების მოკავშირე „ჯამათ ულ-აჰრარიმ“.

XS
SM
MD
LG