Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი „როსნეფტის“ აქციების გაყიდვით 11 მილიარდი დოლარის მოგებას ფიქრობს


რუსეთი მუშაობს გეგმაზე, რომლის რეალიზებამ წლის ბოლომდე სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ აქციების გაყიდვით ქვეყანას 11 მილიარდი დოლარის მოგება უნდა მოუტანოს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა და დასძინა, რომ იგეგმება კერძო ინვესტორებისათვის „როსნეფტის“ აქციათა 19.5 %-ის მიყიდვა. ივნისში გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთმა შესაძლოა მიჰყიდოს „როსნეფტის“ აქციათა სახელწმიფო პაკეტი ინდოელ და ჩინელ ინვესტორებს. „როსნეფტის“ პრივატიზაციაში მონაწილეობის შესახებ სურვილი გამოთქვა ჩინურმა კომპანია CNPC-მა.

XS
SM
MD
LG