Accessibility links

logo-print

დაკავებულია პირი, რომელმაც დაღუპულის ძმა და დედა სცემა


საქართველოს პროკურატურამ მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დავით ნაცვლიშვილი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნაცვლიშვილი 2016 წლის 3 სექტემბერს, გარდაცვლილ დემურ სტურუას დედასთან ნონა ჯოჯუასთან საცხოვრებელ სახლში მივიდა და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ჩვენების შეცვლის მიზნით, მასზე და მის შვილზე - მოწმე დავით სტურუაზე ფიზიკური ძალადობით იძულება განახორციელა. 22 წლის დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ახალგაზრდამ სუიციდამდე წერილი დაწერა, სადაც აღნიშნავდა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი პოლიციელი მას სამართალდამცველებთან თანამშრომლობას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მოკვლით ემუქრებოდნენ. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. პროკურატურის ინფორმაციით, ნაცვლიშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მესამე ნაწილითაა დაკავებული, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG