Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის საელჩო უარყოფს სომხეთის პრეზიდენტის და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერების შეხვედრას


საქართველოში სომხეთის საელჩომ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლების სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშულია, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიით გავრცელებული ინფორმაცია „ სტეფანაკერტში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და ბატონ კან ტანიას შორის შესაძლო შეხვედრის შესახებ, მითუმეტეს, საუბრისა და მოლაპარაკებების შესახებ“.გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საზეიმო ღონისძიებას სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან ერთად დაესწრო. შესაბამისი ინფორმაცია და ფოტო აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კან ტანიამ გაავრცელა. სომხეთი იყო და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, მისი პოზიცია ამ მიმართულებით უცვლელია და დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სომხეთის პრეზიდენტისა და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერების შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.

XS
SM
MD
LG