Accessibility links

logo-print

რუსეთი და აშშ ახლოს არიან სირიაზე შეთანხმების მისაღწევად


ვაშინგტონი და მოსკოვი აცხადებენ, რომ ახლოს არიან სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად. ამის თაობაზე 4 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა და დასძინა, რომ დიპლომატების ოსტატობის სრული რეალიზებისათვის საჭიროა გარკვეული დრო. „არ გავაქვს არავითარი მიზეზი ვიფიქროთ, რომ მოლაპარაკებები კოლაფსით დასრულდება“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა ჩინეთში, დიდი ოცეულის ჯგუფის ეკონომიკურ სამიტზე მედიასთან საუბრის დროს. კვირას დილით აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხანჩჟოუში განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შეთანხმების მიღწევას სირაში დაპირისპირების შეწყვეტის თაობაზე, თუმცა, აშშ-ის ლიდერმა, მოლაპარაკებებს რთული უწოდა. „ჩვენი და რუსეთის მიდგომა ძალიან განსხვავდება არა მხოლოდ იმაში, თუ რომელ ძალებს ვუჭერთ მხარს, არამედ განსხავებულია ჩვენი დამოკიდებულება თავად იმ პროცესის მიმართ, რომელმაც სირიაში მშვიდობა უნდა მოიტანოს“, - განაცხადა ობამამ.

XS
SM
MD
LG