Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბრექსიტის შემდეგ „მძიმე პერიოდს“ წინასწარმეტყველებს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში, მისი ქვეყანა მომავალში უნდა ელოდოს „მძიმე პერიოდს“. პირველ ვრცელ ინტერვიუში მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის ოფისში შევიდა, მეიმ განაცხადა, რომ ბრექსიტი არ იქნება ბრიტანეთისათვის „წყნარი ცურვა“. ერთ-ერთ პოპულარულ ენდრიუს მერის შოუში საუბრის დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ლონდონი ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ბრიუსელთან ოფიციალურ მოლაპარაკებებს 2017 წელს დაიწყებს, თუმცა თავად პროცესი საკმაოდ რთული იქნება.

XS
SM
MD
LG