Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის ჯარები სირტეს ასაღებად ემზადებიან


ლიბიის სამთავრობო ჯარების სარდლობა აცხადებს, რომ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ლიბიის არმია რამდენიმე დღეში შეძლებს სრულად აღადგინოს კონტროლის საზღვაო ქალაქ სირტეზე, რომელიც ექსტრემისტების ბოლო საყრდენს წარმოადგენს. „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირტეზე კონტროლი გასულ წელს დაამყარა. ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის საჯარისო ფორმირებებმა აშშ-ის ავიაციის მხარდაჭერით უკვე შეძლეს ექსტრემისტებისგან გაეთავისუფლებინათ ჩრდილოეთ აფრიკაში ჯიჰადისტების ციტადელის დიდი ნაწილი. 3 სექტემბერის ბრძოლებში სამთავრობო ჯარების 10 ჯარისკაცი დაიღუპა და 60 დაიჭრა, მსხვერპლი მეტწილად თვითმკვლელი მოიერიშეების იერიშებს მოჰყვა.

XS
SM
MD
LG