Accessibility links

ობამამ და პუტინმა სირიაზე, უკრაინასა და კიბერუსაფრთხოებაზე ილაპარაკეს


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ „დიდი ოცეულის“ სამიტის კულუარებში, ჩინეთში. შეხვედრის ერთ-ერთი თემა სირია იყო. მათ მოილაპარაკეს ასევე კიბერუსაფრთხოების და უკრაინის თაობაზე. 5 სექტემბერსვე, უფრო ადრე, აშშ-ისა და რუსეთის მაღალი რანგის დიპლომატებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას სირიაში ბრძოლების შეწყვეტის გარშემო. ობამა და პუტინი შეთანხმდნენ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კვლავ დაუბრუნდებიან მოლაპარაკების მაგიდას. აშშ შეშფოთებული იყო უკრაინასა და რუსეთს შორის მზარდი დაძაბულობის გამო.

XS
SM
MD
LG