Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტი პირველად შეხვდა ბრიტანეთის ახალ პრემიერს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი ხუთ სექტემბერს პირველად შეხვდნენ ერთმანეთს დიდი ოთხეულის სამიტის კულუარებში. კრემლის წარმომადგენლის, დმიტრი პესკოვის თანახმად, მოლაპარაკების ატმოსფერო კონსტრუქციული და ღია იყო. პესკოვის თქმით, პუტინმა ცხადად და არაორაზროვნად განმარტა, რომ რუსეთი დაინტერესებულია ბრიტანეთთან ურთიერთობის და დიალოგის აღდგენით ყველა, მათ შორის4 ფაქიზ სფეროებში. რუსეთსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობა გაუარესდა, როცა ლონდონში მოწამლეს და მოკლეს კრემლის მიმართ კრიტიკული ალექსანდრ ლიტვინენკო. ლონდონი დასავლეთის მხარდამჭერი იყო უკრაინის მიმართ ქმედების გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა.

XS
SM
MD
LG