Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

LIBE-ში გაიმართება კენჭისყრა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მინიჭებაზე


დღეს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) გაიმართება კენჭისყრა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მინიჭებაზე. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ 5 სექტემბერს ევროპარლამენტის „ლიბეს“ კომიტეტში შეხვედრაზე საქართველოს საკითხი დადებითად გადაწყდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ განუცხადა. მისი თქმით, „ლიბეს“ კომიტეტის შეხვედრაზე საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. როგორც გიგიაძემ განმარტა, ამის შემდეგ გაგრძელდება მუშაობა ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში. ”ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ თვის განმავლობაში ყველა ის ეტაპი, რომელიც გასავლელი დარჩა, წარმატებით დასრულდება”, - განაცხადა გიგიაძემ.

XS
SM
MD
LG