Accessibility links

logo-print

„ქართული ოცნება“: „ნაციონალური მოძრაობა“ დაპირისპირებების პროვოცირებას და არეულობის შექმნას გეგმავს


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ დაპირისპირებების პროვოცირებას და არეულობის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ”ქართული ოცნების” წევრმა თამარ ჩუგოშვილმა: ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აგებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და რომელსაც არ გააჩნია საზოგადოების მხარდაჭერა, ერთადერთ შანსს ხედავს გარკვეული ტიპის არეულობის შექმნაში. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის დაპირისპირების პროვოცირება ჩვენს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ან ჩვენს მხარდამჭერ ღონისძიებებზე, ასევე, ორგანიზებული ფორმით დაძაბულობისა და დაპირისპირების შემოტანა წინასაარჩევნო კამპანიაში. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიაროს მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ სხვა პოლიტიკურ ძალებს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

XS
SM
MD
LG