Accessibility links

logo-print

ბრიტანეთმა ირანში ელჩი დანიშნა


ბრიტანეთმა დაასახელა თავისი ახალი ელჩი ირანში, პირველად 2011 წლის შემდეგ. ელჩის დანიშნვა ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარების შედეგია. ნიკოლას ჰოპტონი, ბრიტანეთის ყოფილი ელჩი იემენსა და ყათარში, გახდა ბრიტანეთის ელჩი თეირანში. ბრიტანეთის საგარეო უწყების გადაწყვეტილება მიღებულია ერთ წელიწადში მას მერე, რაც საელჩო კვლავ ამოქმედდა თეირანში. თეირანში ბრიტანეთის საელჩო დაიხურა 2011 წელს, როცა მასზე დემონსტრანტებმა მიიტანეს იერიში.

XS
SM
MD
LG