Accessibility links

logo-print

LIBE-მ მხარი დაუჭირა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მინიჭებას


ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) მხარი დაუჭირა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მინიჭებას. გადაწყვეტილებას მხარი კომიტეტის 44-მა წევრმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო ხუთი წევრი. კენჭისყრის შემდეგ განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც ნათქვამია: „საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება LIBE კომიტეტის კენჭისყრის შედეგებს, რაც საქართველოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების აღიარების და ევროკავშირის პარლამენტის მხრიდან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭისყრისა და რეგულაციის მიღების შემდეგ ცვლილებას დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო“.

XS
SM
MD
LG