Accessibility links

logo-print

პარლამენტის ბიურომ ბოლო პლენარული სხდომის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო


ხვალ მერვე მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა დაინიშნა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ პლენარული სესიის გამართვას პარლამენტს რეგლამენტი ავალდებულებს. ბიუროს სხდომამდე უმრავლესობის წევრები აცხადებდნენ, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა აღარ ჩატარდებოდა. უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ თქვა, ერთი თვე პარლამენტი არ იმუშავებს, რადგან კვორუმიც რომ შედგეს, ძნელი იქნება, რომ გუშინდელმა მოკავშირეებმა და ამჟამად ოპონირების რეჟიმში მყოფმა ხალხმა შეძლოს კონსესუსის მიღწევა. საზოგადოება დაინტერესებულია მისი მანდატის მქონე დეპუტატის მიერ მიღებული სტაბილური გადაწყვეტილებით და არა გადაწყვეტილებების ვერ მიმღები პარლამენტის მსჯელობითო. ახლა საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ კვორუმის შეკრება გაჭირდება, თუმცა ნაწილი მათგანი ქუთაისში ჩასვლას გეგმავს. ქუთაისში, სხდომას დაესწრება „რესპუბლიკური პარტია“, ხოლო „თავისუფალ დემოკრატებს“ ამ ეტაპზე საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ აქვთ, ვინაიდან დეპუტატ ზურაბ აბაშიძის განმარტებით, „თავისუფალ დემოკრატებს“ გადაწყვეტილების მიღება პარლამენტში არ შეუძლიათ. პარლამენტის პლენარული სესია 12:00 საათზე დაინიშნა.

XS
SM
MD
LG