Accessibility links

logo-print

ოქრუაშვილი: დოკუმენტის გასაჯაროება კალაძემ მაიძულა


საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, კახა კალაძემ იძულებული გახადა, გაესაჯაროებინა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული დოკუმენტი. ირაკლი ოქრუაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ის ამ დოკუმენტის გასაჯაროებას მას შემდეგ აპირებდა, როდესაც უზენაეს სასამართლოში სამაუწყებლო კომპანიის ირგვლივ არსებული დავა დასრულდებოდა. „გარკვეულმა გარემოებებმა იძულებული გამხადა. ეს პიროვნება არის "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე", - განაცხადა ოქრუაშვილმა. ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტი, ”რუსთავი 2”-ის მტკიცებით ადასტურებს, რომ, ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში ”რუსთავი 2” არასდროს ყოფილა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დოკუმენტი 2010 წლის 4 თებერვლით თარიღდება და ის ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის ხუთპუნქტიან შეთანხმებას მოიცავს.

XS
SM
MD
LG