Accessibility links

logo-print

პოროშენკო უკრაინას ერთიანობისკენ მოუწოდებს და დასავლეთს დახმარებას სთხოვს


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინელებს მოუწოდა გვერდზე გადადონ დაპირისპირება და გაერთიანდნენ „რუსეთის მუდმივი სამხედრო მუქარის“ წინააღმდეგ. ყოველწლიურ მიმართვაში პოროშენკომ თქვა, რომ მოსკოვი ცდილობს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი ქვეყნის „შიგნიდან გასანადგურებლად“ გამოიყენოს. მან ასევე განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია წამოიწყოს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით ქვეყანას დასავლეთის დახმარება სჭირდება. „რუსეთის ექსპანსიონიზმი კონტინენტური და გლობალური პრობლემაა. ის ორ ქვეყანას შორის ვერ გადაწყდებაო“ - თქვა პოროშენკომ.

XS
SM
MD
LG