Accessibility links

ავღანეთის უშიშროებამ ქაბულში თავდასხმის ბოლო მონაწილე მოკლა


ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, უშიშროების ძალებმა მოკლეს ბოლო თავდამსმხელი, რომელიც მონაწილეობდა ქაბულის მდიდრულ უბანზე თავდასხმაში. შარ-ე-ნაუ, ანუ „ახალი ქალაქი“ სამთავრობო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისების სიმრავლით გამოირჩევა. 6 სექტემბერს სამმა თავდამსხმელმა აქ მძევლები აიყვანა. დაპირისპირება 11 საათის განმავლობაში გაგრძელდა. მოკლულია სამივე თავდამსხმელი. სროლის შედეგად დაიღუპა ერთი მძევალი და 6 დაიჭრა. ავღანეთის უშიშროების ძალებმა გადაარჩინეს 42 მძევალი, მათ შორის 10 უცხოელი.

XS
SM
MD
LG