Accessibility links

logo-print

უსუფაშვილი: საქართველოში არასოდეს ყოფილა ასეთი მასობრივი შეტევა რუსეთის რბილი ძალის მხრიდან, როგორც ახლა


„საქართველოში არასოდეს ყოფილა ასეთი მასობრივი შეტევა რუსეთის რბილი ძალის მხრიდან, როგორც ახლა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დისკუსიაზე, რომელიც თბილისის საერთაშორისო კონფერენციის „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ ფარგლებში გაიმართა. უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ რუსული პროპაგანდისა და პრორუსული განწყობების პოლიტიკური სუბიექტების გაძლიერების ფონზე საჭიროა, პროდასავლურმა ძალებმა მეტი ძალისხმევა ჩადონ საერთო საკითხებზე ერთობის მისაღწევად, ვიდრე ურთიერთდაპირისპირებაში.

XS
SM
MD
LG