Accessibility links

logo-print

აპატურაი: საერთაშორისო მოკავშირეები ელოდებიან უმაღლესი სტანდარტის არჩევნებს


„საერთაშორისო მოკავშირეები ელოდებიან უმაღლესი სტანდარტის არჩევნებს“, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი მის პირად მხარდაჭერაზე მიუთითებს. საქართველოს ხვალ ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვევა. საბჭო თბილისში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით ჩამოვა. ხვალვე გაიხსნება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი უხელმძღვანელებს. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გარდა, რომელიც 7-8 სექტემბერსაა დაგეგმილი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრებსაც გამართავს.

XS
SM
MD
LG