Accessibility links

logo-print

რუსეთში განმარტეს "უცხოეთის აგენტების" სიაში ლევადას ცენტრის შეყვანის მიზეზი


რუსეთის იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი დამოუკიდებელი ორგანიზაციის, ლევადას ცენტრის „უცხოეთის აგენტების“ სიაში შეყვანა გადაწყვიტა იმის გამო, რომ ორგანიზაცია ფინანსურ დახმარებას იღებს შეერთებული შტატებიდან. საინფორმაციო სააგენტო "ტასის" ცნობით, იუსტიციის სამინისტრომ 6 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ლევადას ცენტრის დაფინანსების დიდი ნაწილი მოდის შეერთებულ შტატებზე, უისკონზინის უნივერსიტეტის ჩათვლით" რის გამოც ის „უცხოეთის აგენტებს“ მიაკუთვნეს. ლევადა არის რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სოციალოგიურ გამოკითხვებს ატარებს. 2012 წელს მიღებული კანონით, არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ ის უცხოეთიდან იღებს დაფინანსებას და პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას, ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს „უცხოეთის აგენტად“. უფლებადამცველები ამ კანონს მიიჩნევენ რუსეთში დამოუკიდებელი ხმების ჩახშობის მცდელობად. იუსტიციის სამინისტრომ 5 სექტემბერს გამოაცხადა, რომ "უცხოეთის აგენტების" სიაში შეიყვანა ლევადას ცენტრი, რაც საფრთხეს უქმნის ამ ავტორიტეტიანი ორგანიზაციის არსებობას.

XS
SM
MD
LG