Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში აშშ-ის ავიაციის შეტევისას ალ-ყაიდის 13 წევრი დაიღუპა


იემენში აშშ-ის ავიაციის შეტევისას ალ-ყაიდის 13 წევრი დაიღუპა. ამის შესახებ ბი-ბი-სი ავრცელებს ინფორმაციას ამერიკელ სამხედროებზე დაყრდნობით. აშშ-ის შეიარაღებული ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ ალ-ყაიდის წევრები დაიღუპნენ სამი კონტრტერორისტული იერიშის დროს, რომლებიც იემენის ცენტრალურ რეგიონში ჩატარდა 24 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე. პენტაგონში აღნიშნავენ, რომ ალ-ყაიდა კვლავაც რჩება სერიოზულ საფრთხედ როგორც რეგიონში, ისე ამერიკისა და სხვა ქვეყნებისთვის. ალ-ყაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე მნიშვნელოვნად გაძლიერდა 2011 წლიდან, „არაბული გაზაფხულის“ დასაწყისიდან.

XS
SM
MD
LG