Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ვახტანგ მეგრელიშვილი


სტუმრად ჩვენს ეთერში: ვახტანგ მეგრელიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:20:04 0:00

7 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვახტანგ მეგრელიშვილი, საარჩევნო ბლოკ "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" (N1) წარმომადგენელი. საუბრის დიდი ნაწილი ეკონომიკას დაეთმო. ვახტანგ მეგრელიშვილი თვლის, რომ ბოლო პერიოდში ადამიანებმა შეუსრულებელი წინასაარჩევნო დაპირებების საკმაო გამოცდილება მიიღეს: "ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავრობის როლი არის ისეთი გარემოს შექმნა ქვეყანაში, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს გამოავლინონ თავიანთი უნარი, დახარჯონ შრომა და შესაბამისად მიიღონ ადეკვატური უკუგება საკუთარი ენერგიის და ეს არ არის რაღაც ციური მანანა, რომელიც მთავრობას შეუძლია დააბერტყოს მთელ მოსახლეობას", - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი. მან ილაპარაკა აგრეთვე სოციალური ხარჯების (მათ შორის - პენსიის) შესახებ და ხაზი გაუსვა, რომ სოციალურ ხარჯებს ერთადერთი მიზანი უნდა ჰქონდეს და ეს უნდა იყოს გაჭირვების შემსუბუქება. ვახტანგ მეგრელიშვილი შეეხო ბიუროკრატიის მკვეთრი შემცირების თემასაც. ის თვლის, რომ ათეულ ათასობით ადამიანმა, ვინც დღეს საჯარო სექტორშია დასაქმებული, უნდა გადაინაცვლოს კერძო სექტორში. "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" პროდასავლური ბლოკია. ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ "უბრალოდ პროდასავლურობა არაფერს არ ნიშნავს". ის თვლის, რომ რუსეთის ხელში ყველაზე ძლიერი იარაღი არის ის სიღარიბე და სიდუხჭირე, რაც საქართველოშია. ვახტანგ მეგრელიშვილი ფიქრობს, რომ შეუძლებელია განათლების სისტემის განვითარებამ გაუსწროს ეკონომიკის განვითარებას. ამასთან, ის "დილის საუბრებში" ლაპარაკობს თავისუფლების პრინციპზე, რასაც უნდა ეფუძნებოდეს განათლების სისტემა - რომ განათლება უნდა იყოს არა გამოცდებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ის ადამიანებს შრომაში გამოადგეს. გარემოს დაცვის საკითხში ვახტანგ მეგრელიშვილი უმთავრეს აქცენტს აკეთებს კერძო საკუთრებაზე, ის თვლის, რომ, რაც მეტი იქნება განკერძოება, მით უკეთესად იზრუნებენ ადამიანები გარემოზე, რადგან საერთო საკუთრების მართვა საჯარო სექტორს არ შეუძლია.

XS
SM
MD
LG