Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აკრიტიკებს კლინტონის პოზიციას რუსეთთან ურთიერთობის საკითხში


აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი მეტოქე, პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი ვერ შეძლებდა პოზიციების დაცვას ისეთ მძიმე მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობაში, როგორიც არის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. „ჰილარის უყვარს რუსეთთან მკაცრად საუბარი. პუტინი მას უყურებს და იცინისო“- განაცხადა ტრამპმა 6 სექტემბერს ვირჯინიის შტატში წინასაარჩევნო კამპანიის დროს. კლინტონის მიმართ ტრამპის ეს კრიტიკა ერთ დღეში მოჰყვა თავად კლინტონის მიერ გამოთქმულ ბრალდებას, რომ ტრამპი რუსეთს აქეზებს, კიბერიერიშების მეშვეობით ჩაერიოს აშშ-ის საარჩევნო პროცესში. ხოლო როგორც ვიცე-პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ტიმოთი კეინმა აღნიშნა, კლინტონმა უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია თავი გაართვას პუტინთან მძიმე მოლაპარაკებას, როცა ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივანი იყო და მუშაობდა რუსეთთან შეთანხმებებეზე ბირთვული არსენალის შესამცირებლად და სირიის ქიმიური იარაღის გასანადგურებლად. აშშ-ში წელს 8 ნოემბერს გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები.

XS
SM
MD
LG