Accessibility links

logo-print

საქართველოში ვერ ჩატარდა მე-8 მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომა


საქართველოში ვერ ჩატარდა მე-8 მოწვევის პარლამენტის ბოლო, 7 სექტემბრისათვის დანიშნული პლენარული სხდომა იმის გამო, რომ კვორუმი ვერ შედგა. რეგისტრაცია გაიარა სულ 30-მა დეპუტატმა. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე წყვეტს მუშაობას. 7 სექტემბრისათვის კი, ასევე რეგლამენტის გათვალისწინებით იყო დანიშნული პლენარული სხდომა. სხდომის გამართვის შემთხვევაში, პარლამენტს კენჭი უნდა ეყარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატებისათვის.

XS
SM
MD
LG