Accessibility links

ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს რუსეთისათვის სანქციების გაგრძელებას


ევროკავშირის ელჩებმა გაახანგრძლივეს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები, რომლებიც ითვალისწინებს საბანკო აქტივების გაყინვასა და ვიზებზე უარს 146 ინდივიდისა და 37 ორგანიზაციისათვის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო მოქმედებების გამო. სანქციები ნახევარი წლით გახანგრძლივდა. ისინი პირველად 2014 წლის მარტში მიიღეს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე საპასუხოდ. დამსჯელი ზომები მიმართულია ყირიმში მოქმედი კომპანიებისა და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების ბატალიონების, ისევე როგორც მთელი რიგი რუსი პოლიტიკოსების, მათ შორის რუსეთის ვიცე-პრემიერ დმიტრი როგოზინისა და ჟურნალისტ დმიტრი კისელიოვის წინააღმდეგ. ხოლო ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები, რომლებიც რუსეთის ენერგეტიკულ, სამხედრო და საფინანსო სექტორებს დაუწესეს, 31 იანვრამდე რჩება ძალაში. თუმცა, ევროკავშირის ლიდერები ამ სანქციებზეც ისაუბრებენ ოქტომბრის სამიტზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართება.

XS
SM
MD
LG