Accessibility links

logo-print

თბილისში გაიხსნა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა


თბილისში დაიწყო ნატო-საქართველოს კომისიის ორდღიანი სხდომა, რომელიც ეთმობა პოლიტიკურ კონსულტაციებსა და ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხებს. ეს ფორმატი 2008 წლიდან არსებობს. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომასთან დაკავშირებით, საქართველოს 7 სექტემბერს ეწვია ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით. სხდომის გახსნისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრას უწოდა ნატოს ვარშავის სამიტზე დაწყებული „უმნიშვნელოვანესი პროცესის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას“ და ნატოში ქვეყნის გაწევრიანებისათვის მომზადებას. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე გაიმართა სტოლტენბერგისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა, რომლის თემებადაც კვირიკაშვილის პრესსამსახური ასახელებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადებას და ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავების საკითხებს. საქართველოში სტოლტენბერგის ვიზიტი ითვალისწინებს ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, ისევე როგორც ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს.

XS
SM
MD
LG