Accessibility links

logo-print

სირიელმა ოპოზიციონერებმა გარდამავალი პერიოდის გეგმა წარმოადგინეს


სირიელი ოპოზიციონერების მთავარმა ჯგუფმა, რომელიც სირიის მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობს, წარმოადგინა გარდამავალი პერიოდისათვის განკუთვნილი გეგმა. 7 სექტემბერს ლონდონში გამოქვეყნებული ეს გეგმა ითვალისწინებს ოპოზიციისა და მთავრობის წარმომადგენლების ნახევარწლიან მოლაპარაკებას ზავის თანხლებით. ამის შემდეგ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ძალაუფლება უნდა გადასცეს ახალ მთავრობას, რომელიც 18 თვე უხელმძღვანელებს ქვეყანას და არჩევნების ჩატარებაზე იზრუნებს. სირიაში ხუთი წლის წინ სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი უარს ამბობს გადადგომაზე. ომის შედეგად 250 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.

XS
SM
MD
LG