Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭომ მკაცრად დაგმო ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის ფაქტი


გაეროს უშიშროების საბჭომ მკაცრად დაგმო ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის ფაქტი. რეზოლუციაში, რომელიც უშიშროების საბჭოს წევრებმა ერთხმად მიიღეს, ნათქვამია, რომ გაერო ქმედით ზომებს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ფხენიანი იარაღის გამოცდაზე უარს არ იტყვის. ორშაბათს სეულმა ჩრდილოეთ კორეის მიერ სამი ბალისტიკური რაკეტის გაშვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ფხენიანმა რაკეტა ჩინეთისა და სამხრეთ კორეის პირველი პირების, სი ძინპინისა და პაკ კინ ჰეს შეხვედრიდან რამდენიმე საათში გაუშვა.

XS
SM
MD
LG