Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თალიბები უახლოვდებიან ერთ-ერთი პროვინციის დედაქალაქს


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, თალიბმა მეომრებმა წინ წაიწიეს ურუზგანის პროვინციის დედაქალაქ ტარინ კოტის მიმართულებით და მასთან სულ ორ კილომეტრში იმყოფებიან. ქალაქის ხელმძღვანელობა შიშობს, რომ ტარინ კოტს მეამბოხეები დაიპყრობენ, თუ ავღანეთის მთავრობა საჰაერო მხარდაჭერას და დამატებით ძალებს არ გაუგზავნის ქალაქის დამცველებს. ურუზგანის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრზე იერიშის ფონს ქმნის ავღანეთის უშიშროების ძალებისა და აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო სამხედრო მისიის ფოკუსირება მეზობელ ჰელმანდის პროვინციაში თალიბების იერიშების წინააღმდეგ ბრძოლახე. გარდა ამისა, მთავრობის ჯარები უპირისპირდებიან ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე ნანგარჰარის პროვინციაში.

XS
SM
MD
LG