Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი: რუსეთი ცდილობს „ძირი გამოუთხაროს საერთაშორისო წესრიგს“


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ეშ კარტერის შეფასებით, რუსეთს „აშკარად აქვს ამბიცია“, ძირი გამოუთხაროს საერთაშორისო წესრიგს. რუსეთის შესახებ ეს შეფასება ეშ კარტერმა გამოთქვა 7 სექტემბერს ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში მოხსენებით გამოსვლისას. „მიუხედავად წინსვლისა, რომელსაც ერთად მივაღწიეთ ცივი ომის შემდეგ, ბოლო წლებში რუსეთის მოქმედება, მის მიერ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, მისი არაპროფესიონალური ქცევა საჰაერო სივრცეში, კოსმოსში და კიბერ-სივრცეში, ისევე როგორც იარაღის ჟღარუნი ბირთვულ არსენალზე საუბრისას - ეს ყველაფერი ცხადჰყოფს, რომ რუსეთს აშკარად აქვს ამბიცია, ძირი გამოუთხაროს პრინციპებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“ - უთხრა კარტერმა ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებს. მან დასძინა, რომ აშშ-ს არ სურს რუსეთთან მტრობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონი არ დაიცავს თავის მოკავშირეებსა და საერთაშორისო წესრიგს.

XS
SM
MD
LG