Accessibility links

ლევან იზორია იენს სტოლტენბერგს შეხვდა


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს, საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვიზიტი არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი. მისი თქმით, ეს არის ვარშავის სამიტის შემდეგ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პირველი საგარეო ვიზიტი, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ნატო მხარს უჭერს იმ რეფორმებს, იმ წარმატებას, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია და ნატო მზად არის, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კუთხით მხარდაჭერა გააძლიეროს.

XS
SM
MD
LG