Accessibility links

სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შსს-მ სამი პირი დააკავა


სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შსს-მ სამი პირი დააკავა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. როგორც ”ინტერპრესნიუსი“ შსს-ზე დაყრდნობით წერს, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, სამი პირია დაკავებული. ამავე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 2 სექტემბერს თბილისში, ვაკეში მომხდარი მკვლელობის დროს აღნიშნული პირები, მკვლელობაში ბრალდებულთან ერთად ავტომანქანაში იმყოფებოდნენ, მომხდარ ფაქტს შეესწრნენ და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.

XS
SM
MD
LG