Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი „გმირად“ მიიჩნევს ბელორუს პარალიმპიელს, რომელმაც რიოში რუსეთის დროშა გაშალა


რუსეთმა მადლობა გადაუხადა ბელორუსიის პარალიმპიური გუნდის წევრს, რომელმაც რუსეთის დროშა გაიტანა რიო-დე-ჟანეიროში პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე. დღეს გმირი გვყავსო, - თქვა 8 სექტემბერს რუსეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ. მისი შეფასებით, გმირობა იყო რუსეთის დროშის გატანა რიოს პარალიმპიური თამაშების გახსნაზე და ამით სოლიდარობის ჩვენება რუსი პარალიმპიელებისათვის, რომლებსაც არ ეძლევათ თამაშებში მონაწილეობის უფლება. საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის მთელი პარალიმპიური გუნდის დისკვალიფიკაცია მოახდინა მას შემდეგ, რაც გამოძიებამ გამოააშკარავა რუსეთში სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედი დოპინგის პროგრამა. რიოში 7 სექტემბერს პარალიმპიური ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, ბელორუსიის დელეგაციამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა რუსეთის დროშის ფრიალით, რის შემდეგაც მას დროშა ჩამოართვეს.

XS
SM
MD
LG