Accessibility links

logo-print

ავღანელი თალიბები ურუზგანის პროვინციის დედაქალაქში შეიჭრნენ


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, თალიბი მეამბოხეები შეიჭრნენ სამხრეთ ავღანეთში მდებარე ურუზგანის პროვინციის დედაქალაქში, ტარინ კოუტში. პროვინციის მთავრობის პრესმდივნის, დუსტ მოჰამად ნაიაბის ცნობით, თავდამსხმელებმა 8 სექტემბრის დილას აიღეს ტარინ კოუტის გარშემო მდებარე ყველა ბლოკპოსტი და უშიშროების ძალები ქალაქში პოლიციის უკვე ბოლო განყოფილებას იცავენ. თუმცა, მოგვიანებით გავრცელდა პროვინციის პოლიციის უფროსის, მოჰამად ვაის სამიმის განცხადება, რომ თალიბანის იერიში მოგერიებულ იქნა და პოლიცია აკონტროლებს მთელ ქალაქს. ურუზგანის პროვინციაში თალიბების იერიში ხორციელდება მაშინ, როცა ავღანეთის უშიშროების ძალები და აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის წევრები ფოკუსირებული არიან მეზობელ ჰელმანდის პროვინციაში თალიბებთან ბრძოლაზე. მთავრობის ჯარები ასევე ებრძვიან ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს აღმოსავლეთში მდებარე ნანგარჰარის პროვინციაში.

XS
SM
MD
LG