Accessibility links

logo-print

ნატოს ლიდერი საქართველოს მოუწოდებს არჩევნების "უმაღლესი სტანდარტებით" ჩატარებისაკენ


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს მოუწოდებს მომავალი არჩევნების „უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტებით“ ჩატარებისაკენ. ამ მოწოდებით სტოლტენბერგი გამოვიდა თბილისში, საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. სტოლტენბერგი და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები 7 სექტემბერს ესტუმრნენ საქართველოს. ნატოს ლიდერი "ძალიან მნიშნველოვან გზავნილად" მიიჩნევს ამ ვიზიტს: „საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი მსოფლიოში ავრცელებს ძალიან მნიშვნელოვან გზავნილს, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ის ასევე აგზავნის მესიჯს საქართველოსა და ნატოს მჭიდრო და ხანგრძლივი პარტნიორობის შესახებ“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა თბილისში, პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას და "შთამბეჭდავი" უწოდა საქართველოში რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესს. მოგვიანებით ის და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები პრეზიდენტის სასახლეში მიიღო გიორგი მარგველაშვილმა. მან გამოთქვა იმედი, რომ გაგრძელდება და ნატოში გაწევრიანებით დასრულდება ალიანსში საქართველოს ინტეგრაცია.

XS
SM
MD
LG