Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი მზადაა გადაიხადოს ჯარიმა, თუ მის მიერ კანონის დარღვევა დადასტურდება


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობოების პრეტენზიებს მოკლე კომენტარით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ რაიმე დაირღვა, ჯარიმას გადაიხდის და ბოდიშსაც მოიხდის. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ტელეკომპანია GDS-ზე ბიძინა ივანიშვილის მედიასთან შეხვედრების გადაცემათა ციკლის შესწავლას სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან და კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან ითხოვს. სამოქალაქო ორგანიზაციების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ გადაცემათა ეს ციკლი პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავს, თუმცა პოლიტიკური რეკლამის რეგულაციას ცალსახად არ ექვემდებარება და შესაბამისად, თითოეული გადაცემა ტელეკომპანია „GDS”-ის მხრიდან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულებად უნდა ჩაითვალოს.

XS
SM
MD
LG