Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული ცდის ჩატარებას


საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული ცდის ჩატარებას. შესაბამისი განცხადებები გააკეთეს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ. ბარაკ ობამას თქმით, ამ ბირთვულ გამოცდას ჩრდილოეთ კორეისთვის „სერიოზული შედეგები“ მოჰყვება. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ფხენიანის მიერ ჩატარებული ცდა „საგანგაშოა“. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ჩრდილოეთმა კორეამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მძლავრი ბირთვული ცდა ჩაატარა. მომხდართან დაკავშირებით დღეს საგანგებო სხდომას გამართავს გაეროს უშიშროების საბჭო. ჩრდილოეთმა კორეამ დღეს დილით გამოაცხადა, რომ წარმატებით გამოცადა „ახლახან შექმნილი ბირთვული ქობინი“ და ახლა უკვე შეუძლია, ის ბალისტიკურ რაკეტებზე დაამაგროს.

XS
SM
MD
LG