Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესმა მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია


ხუთშაბათს აშშ-ის კონგრესმა მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელსაც მხარი დაუჭირა 410-მა კონგრესმენმა, წინააღმდეგი იყო ექვსი. დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრისა და სამხედრო ინტერვენციის ფაქტი. რეზოლუცია რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. გარდა ამისა, რეზოლუცია აშშ-ის მთავრობას მოუწოდებს, ოფიციალურად გამოაცხადოს, რომ არასოდეს აღიარებს დამოუკიდებლად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. თბილისი მიესალმა რეზოლუციის მიღებას. ინტერპრესნიუსის სააგენტოს მოჰყავს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის სიტყვები იმის თაობაზე, რომ კონგრესის რეზოლუცია პირდაპირ მიუთითებს იმ საყოველთაოსა და მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე, რომლითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი სარგებლობს შეერთებული შტატების მხრიდან.

XS
SM
MD
LG