Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპს ეჭვი ეპარება, მოსკოვი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ერეოდეს


აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა ეჭვი გამოთქვა იმ მტკიცების მისამართით, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე. რუსეთის სახელმწიფო დაფინანსებით მოქმედ ინგლისურენოვან ტელეარხ არ-ტისთან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ ეჭვი ეპარება, მოსკოვი კიბერშეტევებით ცდილობდეს აშშ-ის საარჩევნო პროცესში ჩარევას. ტრამპს ინტერვიუ ჩამოართვა ამერიკის ჟურნალისტიკის ვეტერანმა ლარი კინგმა, რომლის ტოკშოუ ყოველ ხუთშაბათს გადაიცემა „არ-ტი ამერიკის“ ეთერში. დონალდ ტრამპი ბოლო ხანს კრიტიკის ქარ-ცეცხლში აღმოჩნდა იმისთვის, რომ ხოტბა შეასხა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს. თანაც, ტრამპი გააკრიტიკეს როგორც დემოკრატებმა, ისე გავლენიანმა რესპუბლიკელმა პოლიტიკოსებმა.

XS
SM
MD
LG