Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო ბლოკი „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ ვერ მიიღებს მონაწილეობას 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში


საარჩევნო ბლოკი „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ ვერ მიიღებს მონაწილეობას 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, „მრეწველების“ მიერ ცესკოში წარდგენილ დოკუმენტაციას არ ახლდა საარჩევნო სია, რაც იქცა კიდეც რეგისტრაციის გაუქმების მიზეზად. გარდა ამისა, რეგისტრაცია გაუუქმდა ახალ პოლიტიკურ ცენტრ „გირჩსაც“, რომელმაც ცესკოს შესაბამისი განაცხადით გუშინ მიმართა. ამჟამად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია 27 საარჩევნო სუბიექტი, რომლებმაც გუშინ დღის ბოლომდე წარადგინეს მაჟორიტარული და პარტიული სიები.

XS
SM
MD
LG