Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სკოლებისა და საბავშვო ბაღების სახელმწიფო კონტროლს


სასწავლო წლის განახლებასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სკოლებისა და საბავშვო ბაღების სახელმწიფო კონტროლს. როგორც „ინტერპრესნიუსი“ იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით, სასწავლო პროცესის დაწყებამდე ამ უწყების უფლებამოსილი პირები შეამოწმებენ, რამდენად დაცულია სურსათის უვნებლობის სტანდარტები სასწავლო დაწესებულებათა კვების ბლოკებში და როგორ შეასრულეს ბიზნესოპერატორებმა მიცემული რეკომენდაციები. საჯარო და კერძო სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მოწმდება სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის უვნებლობა, პროდუქციის ვადიანობა და ეტიკეტირება.

XS
SM
MD
LG