Accessibility links

logo-print

თსუ-ში დაიწყო რექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია


თსუ-ში დაიწყო რექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, „ინტერპრესნიუსი“ იუწყება, რომ რექტორობის პრეტენდენტთა რეგისტრაცია დღეს დილით დაიწყო და 14 სექტემბერს დასრულდება. განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტებთან ერთად პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმა და კონცეფცია. 23 სექტემბერს აკადემიური საბჭო ოფიციალურად დაასახელებს კანდიდატებს. გავრცელებული ინფორმაციით, რექტორობისთვის პაექრობაში ჩართვას აპირებენ თსუ რექტორობის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე და განათლების მინისტრის მოადგილე გია შერვაშიძე.

XS
SM
MD
LG