Accessibility links

logo-print

ბელორუსი, რომელმაც პარალიმპიადის გახსნაზე რუსეთის დროშა ააფრიალა, თამაშებიდან გააძევეს


ბელორუსიის სპორტის სამინისტროს თანამშრომელს ანდრეი ფომოჩკინს დაატოვებინეს რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე პარალიმპიური თამაშები. ამ გადაწყვეტილების შესახებ 8 სექტემბერს გამოაცხადა საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა. წინა დღეს, თამაშების გახსნის ცერემონიაზე, ფომოჩკინმა, რომელიც ბელორუსიის დელეგაციის შემადგენლობაში გამოვიდა „მარაკანის“ სტადიონზე, რუსეთის დროშა ააფრიალა. რუსეთი თამაშებში არ მონაწილეობს. საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა მას დისკვალიფიკაცია მისცა, რადგან, როგორც გამოძიებამ დაადგინა, დოპინგის პროგრამა რუსეთში სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედებს. მანამდე რუსეთმა მადლობა გადაუხადა ფომოჩკინს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ, მას „გმირი“ უწოდა. მისივე შეფასებით, გმირობა იყო სოლიდარობის ჩვენება რუსი პარალიმპიელებისათვის, რომლებსაც არ ეძლევათ თამაშებში მონაწილეობის საშუალება.

XS
SM
MD
LG