Accessibility links

logo-print

ჯონ კერი და სერგეი ლავროვი სირიის საკითხზე მსჯელობენ


შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მიმდინარეობს აშშ-ისა და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების, ჯონ კერისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა, რომლის მთავარი თემა სირიის კრიზისია. კერი და ლავროვი მსჯელობენ კონფლიქტის მოგვარების გზებზე, სირიის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესაძლებლობაზე. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ აღნიშნა წერილობით განცხადებაში, ჟენევის შეხვედრის ამოცანაა, გამოიძებნოს სირიაში სამოქალაქო ომის დასრულების პოლიტიკური გზა.

XS
SM
MD
LG