Accessibility links

logo-print

ვაშინგტონში საქართველოს ელჩის თანამდებობას დავით ბაქრაძე დაიკავებს


8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის პოსტს დაიკავებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე. ამის შესახებ გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ევროინტეგრაციის კომისიის სხდომის დაწყებამდე მან დასძინა, რომ ელჩის კანდიდატურის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა კონსულტაციები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. კვირიკაშვილის თქმით, ბაქრაძე დაჯილდოებულია ყველა იმ თვისებით, „რაც განაპირობებს მის მომავალ წარმატებას ამ მეტად მნიშვნელოვან პოსტზე“. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ამჟამინდელ ელჩს არჩილ გეგეშიძეს, რომლის მოღვაწეობის პერიოდში, კვირიკაშვილის თქმით, „მნიშვნელოვნად განვითარდა საქართველოს პარტნიორობა აშშ-თან, ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ყველა მიმართულებით“.

XS
SM
MD
LG