Accessibility links

გალში დასრულდა ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა


გალში დასრულდა ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა. გალის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისში დილიდან შეიკრიბნენ საქართველოს ხელისუფლების, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის, რუსეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და გაეროს წარმომადგენლები. ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხბეში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა. შეხვედრიდან გამოსული ქართული დელეგაციის წევრთა ინფორმაციით, მათ კვლავ დააყენეს დღის წესრიგში რამდენიმე თვის წინ სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის საქართველოსთვის გადაცემისა და, ასევე, დრანდის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის, გიორგი ლუკავას გათავისულების საკითხი.

XS
SM
MD
LG